суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

      გავიარე ,,inteli”-ის კურსი --- პროექტის კეთება სტანდარტების გათვალისწინებით.
      მოვისმინეთ თეორიული კურსი და განვიხილეთ თითოეული საკითხი. ბლოგში გადავამოწმე ყველა საქა ღალდე.  მოვისმინეთ და განვიხილეთ თითოეული მო-
ნაწილის გაკეთებული პროექტის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ ნამუშევარი ავტვირ-
თეთ ბლოგზე.
       ამ ტრენინგმა დამანახა პროექტის სწავლების დადებითი მხარეები, შევიძინე ცოდნა , რომლის გამოყენებით მოსწავლეებს გავიყვან 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევან-
დელი მოზარდებისათვის.
      ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ტრენინგის ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს  ტრენინგის ესოდენ საინტერესოდ და კვალიფიციურად წარმართვისათვის.   

         ტრენინგების ცხრადღიანი კურსი იყო დატვირთული და
საინტერესო.მომეწონა ელექტრონული წიგნი პროექტე-
ბით სწავლების შესახებ. გავეცანით სასწავლო პროექტის
დაგეგმვას.მოვახდინე პროექტზე კითხვების სწორად მო-
რგება. ვისწავლე ბლოგზე ატვირთვა და დიზაინის შეცვ-
ლა.  ვისაუბრეთ უკუკავშირის სახეებზე, კომენტარებზე
და საავტორო უფლებებზე.
       გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
გადავხედეთ  ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის გეგმებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий