суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

      გავიარე ,,inteli”-ის კურსი --- პროექტის კეთება სტანდარტების გათვალისწინებით.
      მოვისმინეთ თეორიული კურსი და განვიხილეთ თითოეული საკითხი. ბლოგში გადავამოწმე ყველა საქა ღალდე.  მოვისმინეთ და განვიხილეთ თითოეული მო-
ნაწილის გაკეთებული პროექტის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ ნამუშევარი ავტვირ-
თეთ ბლოგზე.
       ამ ტრენინგმა დამანახა პროექტის სწავლების დადებითი მხარეები, შევიძინე ცოდნა , რომლის გამოყენებით მოსწავლეებს გავიყვან 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევან-
დელი მოზარდებისათვის.
      ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ტრენინგის ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს  ტრენინგის ესოდენ საინტერესოდ და კვალიფიციურად წარმართვისათვის.   

         ტრენინგების ცხრადღიანი კურსი იყო დატვირთული და
საინტერესო.მომეწონა ელექტრონული წიგნი პროექტე-
ბით სწავლების შესახებ. გავეცანით სასწავლო პროექტის
დაგეგმვას.მოვახდინე პროექტზე კითხვების სწორად მო-
რგება. ვისწავლე ბლოგზე ატვირთვა და დიზაინის შეცვ-
ლა.  ვისაუბრეთ უკუკავშირის სახეებზე, კომენტარებზე
და საავტორო უფლებებზე.
       გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
გადავხედეთ  ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის გეგმებს.
                           ტრენინგის მერვე დღე

      განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მივიღეთ სასურველი უკუკავშირი, რაც დამეხმარება პროექტის სრულყოფაში.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე მივიღეთ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ჩავრთო სსსმ მოსწავლე  სასწავლო პროექტში. გავეცანი გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტის თეორიას.
                                ტრენინგის მეშვიდე დღე



           
                          ტრენინგის მეექვსე დღე

 განვიხილეთ პროექტის გეგმების ნიმუშები. მომეწონა მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები ლეოპარდსა და დათვებზე. კედლის გაზეთების ნიმუშები საინტერესოდ მომეჩვენა.
   ვფიქრობ,რომ მნიშვნელოვანია თუ როგორ მიაწვდის მასწავლებელი მოსწავლეს ამა თუ იმ თემას, რათა მოსწავლის ნაშრომი საიტერესო და მრავალფეროვანი იყოს.



                       ტრენინგის მეხუთე დღე


         საინტერესო იყო ტრენინგის მეხუთე დღე. ,,Blogger"-ში ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები. ვისაუბრეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციებზე, ვისწავლეთ პრეზენტაციაში ფონების ჩასმა, გავიხსენეთ 5სტრატეგია. ვისაუბრეთ უკუკავშირის სახეებზე. ვისაუბრეთ კომენტარებზე და საავტორო უფლებებზე.   დღე იყო დატვირთული და საინტერესო.  
                     ტრენინგის მეოთხე დღე

      დღეს ვიმუშავეთ მეორე მოდულის შეჯამებაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა, დიზაინის შეცვლა.პროექტზე მუშაობისას უნდა შევეხოთ ხუთივე სტრატეგიას და გამოვიყენოთ1 ან 2 მეთოდი, რაც დამეხმარება პროექტის სწორად დაგეგმვაში.